ცნობილია, რომ ავტომობილების კოლონა პრეიზდენტის სასახლისკენ რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება და ათონელის რეზიდენტიამდე მივა.
"ეს აქცია-პერფორმანსი შეეხება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს, რომელსაც ის სამარცხვინოდ, წლების განმავლობაში აკეთებდა და დღეს გამოდიან და საკუთარ გამარჯვებად აღიარებენ, თითქოს ის განაჩენი, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა "ქართული ოცნების" დამსახურებაა", - განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოვლემა.
სტრასბურგის სამართლოში მიღწეული გამარჯვება ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა იმ ხელისუფლების, რომელიც ამბობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სტარსბურგში საქართველომ რუსეთს მოუგო.
მასალის გამოყენების პირობები