ონკოლოგიის ცენტრი ქალბატონებს გინეკოლოგიური მიმართულებით უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
ჯანმრთელობა - 14:20, 02 Mar, 2021     806

ონკოლოგიის ცენტრი პაპილომა ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალბატონებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. 4 მარტს სამედიცინო ცენტრი ქალბატონებს გინეკოლოგის კონსულტაციას და გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევებს ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №85-ში უფასოდ შესთავაზებს.

კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ კლინიკურ შემთხვევებს ონკოლოგიის ცენტრის ადგილობრივ გუნდთან ერთად ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო განიხილავს. კონსილიუმის ფორმატში მკურნალობის გზებს ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები დასახავენ. კონსილიუმი დანიაში და ჰოლანდიაში მოღვაწე ონკო ბორდის წევრების ზაზა უჯმაჯურიძის და ალექსი ბაიდოშვილის ჩართულობით დაიგეგმება.

აღნიშნული აქცია ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება და იმერეთის რეგიონში საშვილოსნოს ყელის გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურება, რადგან ვირუსის დროული გამოვლენა და მკურნალობის სწორი დაგეგმვა დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებშიც გეგმავს. აღნიშნულ აქციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.evexhospitals.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგია - ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში დაცვის სამსახურის "ვიქტორია სექიურიტის" თანამშრომელი დააკავა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მთაწმინდის რაიონში ორი ბიჭი დაჭრეს
ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა, 4 500 მ. სიმაღლეზე იყო - მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
ჯერ სულ ერთი წლისაა და უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პატარა სოფიას ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება
21 წლის გოგოს გარდაცვალება - კლინიკა "ბომონდი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
ემანდ მე არ ვერევი - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
"შევიდა, 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა" - ზაზა გახელაძის დედამ სუიციდი სცადა
"ეს დედაჩემია… მედიცინა სწორედ დაავადებებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი რომ…“ – გიორგი ღოღობერიძის სევდიანი ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო აატირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება
სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანია, თუ რამდენი ,,ლაიქი“ გაქვს გვერდზე, შვილები გვერდზე გვრჩება - ტყუპების დედის ექსპერიმენტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
თუ თქვენი გარდერობი მოგბეზრდათ, იქნებ ამ ახალი ტრენდით დაინტერესდეთ - დაფლეთილი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე (ფოტოები)
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42