Voyager-ი იქნება რგოლის ფორმის ორბიტალური სადგური, რომელიც აღჭურვილი იქნება სტუმრებისთვის განკუთვნილი კაფსულებით, რომლებიც მბრუნავი რგოლის გარედან იქნება მიმაგრებული. მასში 400 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. სადგური საკუთარი ღერძის ირგვლივ იბრუნებს კაფსულების შიგნით ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად.
სასტუმროში იქნება რესტორნები, ბარები, სპორტული დარბაზი, კინოთეატრი და სპა. OAC- ვარაუდობს, რომ სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღება 2027 წელს იქნება შესაძლებელი.
მშენებლობის ღირებულება და სასტუმროში ერთი ღამის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
OAC-მა განაცხადა, რომ კოსმოსური სასტუმროს მშენებლობის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ ორბიტაზე მრავალჯერადი გამოყენებადი გამშვები კოსმოსური ხომალდები გამოჩნდნენ, მაგალითად როგორიცაა SpaceX Falcon 9.
მასალის გამოყენების პირობები