ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს.
მდინარაძე ამბობს, რომ გუშინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისინი "ვითომ გახარებული სახეებით გამოვიდნენ" და საზოგადოებას შეთანხმების შესახებ ამცნეს.
"გუშინ ვითომ გახარებული სახეებით რომ გამოვიდნენ, დადგეს, შეთანხმდნენ, მოდით გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო. ჩვენ უნდა გაგვიხარდეს ყველას ერთად, როცა შეთანხმებას მივაღწევთ და ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. რას დადგამენ საღამოს სპექტაკლს - "ქართული ოცნების" მხრიდან ერთი ადამიანი, პრემიერმინისტრი იყო, რომელიც ყველა ეთერში ვერ იქნებოდა და ჩვენ ბევრნი ვართ, მოდით ყველაფერს მოვედოთ და რაღაც მოვატყუოთ ხალხს, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შეთანხმებისკენ სწრაფვაა, ამ შემთხვევაში, სწორი დამოკიდებულება" - ამბობს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები