საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე
COVID-19 - 20:59, 02 Mar, 2021     845

როდის ექნება საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ისევ უცნობია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ:

„შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით.

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას.

როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აი, აზერბაიჯანმა, თურქეთმა დაიწყეს, თქვენ ვერ დაიწყეთო. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან მეორე; პოზიცია დაიკავეთ, რომ საქართველო უნდა დაელოდოს კარგი ხარისხის ვაქცინას და მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე. მაშინ ჩვენც გავუტოლდებით იმ ქვეყნებს, ვინც დაიწყო ჩინური ვაქცინით აცრა“, – განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
ქობულეთში ძმამ ძმა სახლის გამო მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42