
მსახიობი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში თავის ნამუშევარს აქვეყნებს სახელწოდებით “ედემის ბაღი”. და იქვე წერს, რომ ძველ გატაცებას მიუბრუნდა.
მსახიობს ინტერვიუებში არა ერთხელ აქვს მოყოლილი, მძიმე 90-იან წლებში, თავის გადასარჩენად, მეგობართან ერთად როგორ კერავდა სამოსს და აკეთებდა თოჯინებს… და ნამუშევრებს შემდეგ რეალიზებას უკეთებდნენ.
ბაია დვალიშვილი: – ბნელ 90-იან წლებში, ჭრაქის შუქზე აღმოვაჩინე საქმე, რომელიც შემოქმედებასთან, ფერთან, წებოსთან, საღებავებთან მაკავშირებდა და დავიწყე თოჯინების კეთება. რამდენიმე მათგანს ახლაც ვინახავ. ერთ-ერთის კაბა ფოტოებით შევქმენი და ალბათ, გამორჩეული ამითაა. თავის დროზე დიდ მოწონებას იმსახურებდა და კარგ ფასად იყიდებოდა. ასევე დეკორატიულად ვაფორმებდი ბოთლებს, ლანგრებს. ეს საქმე იყო სპონტანური, სიტუაციური და არა პროფესიული.
მასალის გამოყენების პირობები
