ტიკარაძე მსოფლიო ბანკის Covid-19-სთვის განკუთვნილი თანხით 12 მანქანის შეძენას გეგმავს
პოლიტიკა - 17:17, 04 Mar, 2021     1242

ავტომობილი სედანი - 7 ერთეული;

ავტომობილი მინივენი - 1 ერთეული;

ავტომობილი პიკაპი - 1 ერთეული;

ჯიპის ტიპის ავტომობილი (Off Road) - 3 ერთეული - ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ბანკისგან მიღებული სახსრებით 12 ერთეული ავტომაქანის შეძენას გეგმავს. უწყება გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად შესრულებით ხსნის.

აღსანიშნავია, რომ დონორის პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფ რეაგირებას ითვალისწინებს, მათ შორის, იგულისხმება პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება.

განცხადების თანახმად, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და აზიის განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულებების ამოცანების "ეფექტურად განსახორციელებლად" ცხადდება "ფასთა კოტირება" 12 ავტომანქანის შესასყიდად. მათი ფასი ჯერჯერობით სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ არის. ცნობილია, რომ წინადადებების მიღება 5 მარტს სრულდება.

ჯანდაცვის სამიმინისტროში ამბობენ, რომ მათ ბალანსზე, ჯამში, 3 გაფუჭებული და 5 მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი ირიცხება.

ტიკარაძის უწყების თქმით, ავტომობილები სააგენტოს საჭიროებებს მოხმარდება, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მონიტორინგის დანაყოფის კლინიკებში ტრანსპორტირებას ინსპექტირებისთვის და საკარანტინო სივრცეებში სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას.

"იმისთვის, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად განახორციელონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ავტომობილებით უზრუნველყოფა. მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად შეაფასა არსებული პრობლემები და საჭიროებები და გაითვალისწინა ჯეს-ის თხოვნა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის თაობაზე", - აცხადებენ სააგენტოში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42