მახსოვს როგორ ჰქონდა ვენები, გასცვივდა ლამაზი ქერა თმა… ვფიქრობდი, როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის – ანასტასია ხაჩიძის სულისშემძვრელი ჩანაწერი დედაზე
საზოგადოება - 00:37, 05 Mar, 2021     3386

„რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“,- ამ დასათაურებით, ხათუნა ჟორდანია ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის მიერ დაწერილ ესეს აქვეყნებს.

„მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ისტორიის გმირს დავეძებდი. თუმცა, ბოლოს გავაანალიზე, რომ ეს გმირი დიდი ხანია ჩემთან იყო. 2 წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც არდადეგები დაიწყო, ჩემი გონება მოიცვა სურვილმა – მემოგზაურა და კარგი დრო გამეტარებინა. როგორც კი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, დედაჩემი ცუდად გახდა, ის გამუდმებით ახველებდა.

დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო მათ შორის ვისაც ვიცნობდი. ის არასდროს ავადმყოფობდა და არც ექიმებში დადიოდა. მას ისინი არ უყვარდა. ამ შემთხვევასაც ყურადღება არ მიაქცია და „დროებით“ ავადმყოფობად ჩათვალა.

შემდეგ დღეს კვლავ განაგრძო ხველება. პირველად ჩვენ ბათუმში ჩავედით, შემდეგ ახალციხეში, ბაკურიანში, მერე ისევ ბათუმში დავბრუნდით. მას ხველება უარესდებოდა. ხველებისგან ღამეც კი ეღვიძებოდა.

დიდხნიანი საუბრის შემდეგ, ჩემმა დამ ის დაარწმუნა ექიმთან წასულიყო. შედეგები საშინელი იყო. მახსოვს როგორ ვიდექი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა დედას სახის გამომეტყველება.

მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ვტიროდი და იმას ვფიქრობდი როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის.

მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ის მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ, რასაც ის და ჩემი და აკეთებდნენ.

ქიმიოთერაპიამ ნელ-ნელა დაასუსტა ის. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ: ის მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო ყველაზე კაშკაშა და სიბნელეს მისი დამარცხება არ შეეძლო.

მახსოვს როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მირეკავდა, მეხუმრებოდა და მიყვებოდა როგორ ცდილობდნენ ექიმები მის უცხოპლანეტელად გარდაქმნას.

იგი პროცედურების დროს მუდამ ატარებდა თვალის ჩრდილებს, ლაინერს, წითელ პომადას. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული ბევრს ამბობს იმაზე თუ როგორი ადამიანია დედა. ის ბევრად კარგია, ვიდრე ეს ფურცელზე ჩანს.

თუნა, ჩემი მბრწყინავი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს უფლება მოღრუბლული იყოს. იღბლიანი ვარ, რომ მისი შვილი ვარ. ის ყველაზე ბნელ დროსაც კი არ კარგავს შინაგან სინათლეს.

თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ თუნა გაიცნოთ, ჩათვალეთ რომ იღბლიანი ხართ. და ბოლოს, ყველა გმირი მოსაცმელს არ ატარებს. ზოგჯერ ნამდვილი გმირები ლაინერსა და წითელ პომადას ატარებენ“,- წერს ანასტასია თავის ესეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42