"ვარ ქუჩაში, ამომიდგა კაცო შენ ხომ ის ხარ კექსი მაქვსო, ვერ გავუტეხე და შევჭამე...სიკვდილს გადავურჩი...“ - ვახო სანაიას უცნობმა მანაგუას შემცველი კექსი შეაპარა
საზოგადოება - 14:38, 05 Mar, 2021     592

ვახო სანაიამ ლელა წურწუმიას შოუს მაყურებელს მოუთხრო ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ეპიზოდი საკუთარი ცხოვრებიდან, როდესაც საავადმყოფოში მანაგუას შემთხვევით მიღების გამო აღმოჩნდა.


"სიკვდილს ვარ გადარჩენილი ახლახან. ორი-სამი კვირის წინ. ქუჩაში მივდივარ, და ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, მილიონი ადამიანი გამოგელაპარაკება, ტელევიზორში რომ გხედავს. ვდგავარ შუქნიშანთან. ვიღაც ამომიდგა გვერდით. შენ ხომ ის ხარო… კექსი მაქვსო… გაშალა და ბევრი კექსი უდევს შიგნით. ვიდრე შუქნიშნის მანიშნებელი აინთებოდა, არ მინდა, ტკბილს არ ვჭამ-მეთქი. არ არის ტკბილიო, მიპასუხა. ამ კაცს ვერ გავუტეხე. არ ვიცნობ ახლაც, ვინ არის. ამოვიღე დიდი კექსი და სამსახურთან ახლოს ვიყავი, გზაზე გადავედი და შევჭამე ბოლომდე. ავედი ლიფტით, დავჯექი თათბირზე. ორმოცი წუთის მერე რაღაცამ წამიღო, ფეხზე ვერ ვდგები და ძალიან ცუდად ვარ. წამოვდექი, წავიქეცი. წყალი შევისხი და კიდევ უფრო ცუდად გავხდი. შევედი ოთახში და პროდიუსერს ვეუბნები, რომ ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. წნევა ამივარდა, ვეღარ ვსუნთქავ… არ ვიცი, რა მჭირს. გამოიძახეს სასწრაფო. არაფერი მშველის. მე-13 სართულზე ვარ და მივილტვი ფანჯრისკენ… წამომაწვინეს და უკვე ვკვდები, პირი ბოლომდე გამიშრა. მაშინ მივხვდი რაღაცას. ამას რომ მივხვდი, ვეღარ ვლაპარაკობ. ერთი მხრივ, იმას ვხვდები, რომ ვკვდები და მეორე, ვიცი, რამაც გამოიწვია. ნემსი უნდა დამარჭონ და მინდა ვთქვა, რომ არ გამიკეთონ, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად გავხდე. მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კექსი, ეს იყო მანაგუას შემცველი კექსი… იმან, ვინც მე ეს მომცა, იფიქრა, რომ პატივი მცა…"





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შეთანხმება შედგა - შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42