პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც შს მინისტრის ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში უსმენენ, სიტყვით გამოვიდა "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი წევრი, რომელმაც კაცის მიერ ცოლის შეგინებისას სადამსჯელო ღონისძიებაზე წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვის მიმართ შეურაცხყოფაც ასევე უნდა ისჯებოდეს
"ერთი და იგივე ქმედების სხვადასხვანაირად აღქმა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი დაუცველობა შეიძლება შეიქმნას ხოლმე, იგივე შეურაცხყოფაზე, იგივე ცილისწამებაზე და ა.შ. დღეს ვისაც გინდა შეაგინე, არაფერი მოხდება. მაგრამ, სახლში თუ მიხვალ და ცოლს შეაგინებ, თუ მან დარეკა, აუცილებლად დაგიჭერენ. ეს არის განსხვავება. ამიტომ ამ კუთხით, რაღაცნაირად, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებაც და თითოეული ჩვენგანიც, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმ თამაში წესების შექმნაზე, რომლითაც მომავალში საზოგადოებამ უნდა ისარგებლოს" - განაცხადა ზილფიმიანმა.
მასალის გამოყენების პირობები