"საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია დაწესებულ შეზღუდვებზე
საზოგადოება - 21:59, 12 Apr, 2021     688

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან და საკარანტინო ნორმების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება".

მიტროპოლიტი მის მოსაზრებას არგუნემენტებით ამყარებს და საუბრობს მიზეზებზე თუ რატომ უნდა შემსუბუდეს დაწესებული შეზღუდვები.

მეუფე ანდრიას განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, საზოგადოება საკმაოდ ყურადღებით ეკიდება რეგულაციებს.

"ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას.

რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი - ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა - ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.

მეოთხე საკითხი - პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზებულობის ხარისხი მაღალია, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ ყურადღებიანად და ორგანიზებულად იქცეოდა და დღესაც იქცევა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის ცალკეული ფაქტები, შეკრებები, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მაინც არის დაკავშირებული ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან, ადამიანები გადაიღალნენ ერთმანეთის გარეშე ყოფნით.

ზოგადად, საზოგადოების ორგანიზებულობა და ყურადღება ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია. ყოველივე დასახლებულის საფუძველზე მიმაჩნია, რომ საკარანტინო ნორმები იყოს გადახედილი და შემსუბუქებული. ამას ხელს უწყობს ვაქცინაციის დაწყების პროცესიც.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დაგეგმავენ, წარმართავენ და იტყვიან, რისი გაკეთება შეიძლება.

შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს სხვადასხვა ნორმები. შეიძლება იყოს დღისა და ღამის ნორმები სხვადასხვა სახის. შეიძლება მოხდეს გადახედვა ფართისა და ადამიანების რაოდენობის მიმართ. მაგალითად, ისეთი დაწესებულებებისათვის, როგორც არის თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დახურული შენობები, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შესაძლებელია, ნორმის დაცვით 100 კაცი დაესწროს, იყოს ამის შესაძლებლობა, რომ იმუშავოს თეატრმაც, საკონცერტო დარბაზმაც, ადამიანიც მივიდეს და დაესწროს.

ასეთი არის ჩემი მოსაზრება, რომელიც გაგაცანით და მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებამდე მივიდეს ეს მოსაზრება. თუ თქვენ მეთანხმებით, მაშინ ეს იქნება ჩვენი ერთობით და ყველას სახელით მიწოდებული ჩვენი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძარში შეკრებილ მრევლთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42