ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას მხარი დაუჭირეს - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა:
”ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოხატავენ სოლიდარობას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ იმ მავნე კიბეროპერაციის შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია კიბეროპერაციაზე SolarWinds-ზე, რომელიც, აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. ეს შეეხო მთავრობებსა და ბიზნესებზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში", - განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
სანქციები აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და კიბერაქტივობასთან დაკავშირებით დაწესდა და 30-მდე ორგანიზაციას ეხება. ამერიკა ასევე ათ რუს ჩინოვნიკს ქვეყნიდან გააძევებს.
მასალის გამოყენების პირობები