1. თავი
2. მკერდი
3. იღლიები
4. მხრები
5. სახე
და სხვა
თავი
თუ თქვენ პირველ რიგში თავს იბანთ, არტისტული პერსონა ხართ. ღრუბლებშიც დაფრინავთ, თუმცა შეგიძლიათ ისეთ რამეს მიაღწიოთ, რაც სხვებისთვის შეუძლებელია. ზოგჯერ საქმისთვის ერთგულება და მიზანდასახულობა არ გყოფნით, თუმცა დაუღალავი მუშაობის შედეგად მიზანს მაინც აღწევთ.
თქვენს ცხოვრებაში ფული ყველაზე მთავარი არაა. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობაა და თქვენს მეგობრებს შორის მხოლოდ ინტელექტუალები არიან.
თქვენ შესანიშნავი საყვარელი ხართ, რადგან ყოველთვის ღია ხართ ახალი და უცნობი შეგრძნებებისთვის. თქვენი ძალა - თქვენს ნიჭში და შესაძლებლობებშია.
თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში მკერდს იბანს.
მკერდი
ის, ვინც შხაპის ქვეშ დადგომისას პირველ რიგში მკერდის დაბანას იწყებს, პრაქტიკულ ადამიანებს მიეკუთვნება, თქვენ პირდაპირი ხართ და ლაპარაკისას შორიდან მოვლა არ გიყვართ. თქვენთვის მთავარი სიმყუდროვეა.
თქვენ გძულთ, როდესაც საქმისგან გაცდენენ და ვერ იტანთ, როდესაც ხალხი თქვენს თვალსაზრისს არ იაზიარებს.
კარგი საყვარელი ხართ და სიახლეები გიყვართ.
ყველაზე კარგი კავშირი გექნებათ მასთან, ვინც პირველ რიგში თავს იბანს.
იღლიები
ისინი, ვინც პირველ რიგში ამ ადგილებს იბანენ - საიმედოები და შრომისმოყვარები არიან. ზოგადად , ეს საკმაოდ გავრცელებული ტიპია.
თქვენ მიწიერი ნატურა ხართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით. თქვენ მთელი გულით ცდილობთ გარშემომყოფებს დაეხმაროთ. ხშირად ხვდებით უსიამოვნო სიტუაციაში, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებთ, ნამდვილად კარგად არიან გარშემომყოფები თქვენს მიმართ განწყობილი, თუ არა.
როგორც საყვარელი, თქვენ ცოტა უღიმღამო ხართ, შეეცადეთ თქვენს სექსუალურ ცხორებაში ცოტა მრავალფეროვნება შეიტანოთ.
თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს.
სახე
მათთვის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს, ფული- გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. თქვენ ყველაფერზე წამსვლელი ხართ (ან თითქმის ყველაფერზე), იმისთვის რომ გამდიდრდეთ. პატიოსნება და ღირსება ამ დროს მეორე პლანზე გადადის.
თქვენთვის მეგობრები იმისთვის არიან, რომ დაიხმაროთ (რომ არ ვთქვათ „გამოიყენოთ“’), ცხოვრება კი დაბრკოლებათა რიგია, რომლებიც უნდა გადალახოთ. გარშემომყოფებს თქვენი გაგება უჭირთ, მაგრამ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ ნაკლებად გაშფოთებთ ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. თქვენ ძალიან ეგოცენტრული ხართ.
თქვენ უღიმღამო საყვარელი ხართ, რადგან მომართული ხართ სიამოვნების მიღებისკენ და არა გაცემისკენ.
თქვენ შეგეფერებათ ადამიანი, რომელიც ირჩევს კატეგორიას „სხვა“
მხრები
ისინი ვინც პირველ რიგში მხრებს იბანენ, ნაკლებად იღბლიანები არიან. თქვენ ხშირად ვერ აღწევთ იმას, რისკენაც ისწრაფვით.
ხალხს ნაკლებად მოწონხართ, იმისთვის კი, რომ ნეგატივისგან თავი დაიცვათ, დროს მარტოობაში ატარებთ. არ ღირს რომ ამის გამო ნუგეში სასმელში ან აზარტულ თამაშებში ეძებოთ.
ნუ უყურებთ სამყაროს, თითქოს ის ჯოჯოხეთია.
თქვენ უმნიშვნელო საყვარელი ხართ. პარტნიორის მოძებნა თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს.
თქვენი ერთადერთი შანსი, ის ადამიანია, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს.
სხვა
თუ თქვენ ამოირჩიეთ კატეგორია „სხვა“. თქვენ ჩვეულებრივი ტიპის ადამიანი ხართ, ეჭვგარეშეა, თქვენში არის რაღაც შინაგანი ძალა, მაგრამ ადამიანებს ამის შემჩნევა უჭირთ. თქვენ საკუთარ თავში ავანტიურიზმის ვნება უნდა გაააქტიუროთ და ისწავლოთ იმ „პოტენციალის“ სარფანად გაყიდვა, რაც თქვენშია.
თქვენ საინტერესო შინაგანი სამყარო გაქვთ, ცოტა ნაკლოვანებებით. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი იმაშია, რომ თქვენი ძლიერი მხარეები განავითაროთ და მთელი ძალა ნაკლოვანებების დამალვას არ დაახარჯოთ.
თქვენ ჩვეულებრივი საყვარელი ხართ, ბევრი სხვადასხვა ფანტაცია გაქვთ, თუმცა მათ განსახორციელებლად გამბედაობა არ გყოფნით .
ყველაზე კარგი პარტნიორი თქვენთვის ის ადამიანია , ვინც პირველ რიგში სახეს იბანს.
მასალის გამოყენების პირობები