სასწრაფოდ მესაჭიროება კვლევები, ვიზიტი უკვე ჩანიშნული იყო - პროკურატურამ ნიკა გვარამია ავსტრიაში სამკურნალოდ არ გაუშვა
სოც.მედია - 16:54, 16 Apr, 2021     2380

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო კვლევები ესაჭიროება, ავსტრიაში დიდი წვალებით ექიმთან ვიზიტიც ჩანიშნა, თუმცა პროკურატურამ მთავარი არხის დირექტორს ქვეყნის დატოვებაზე უარი განუცხადა - აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"პროკურატურა "მთავარი არხის" დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ავსტრიაში, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად არ უშვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა:

მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა.

ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის.

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი "სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა" (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ.

სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე.

სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა,სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?" - წერს ნიკა გვარამია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42