კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
საზოგადოება - 20:54, 16 Apr, 2021     1452

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფი, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, 17 აპრილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მორიგ საქველმომქმედო აქციას გამართავს - მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდებს და ამასთან, მედიკამენტებს გადასცემს.

„ეს ჩვენი ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის უკვე რიგით მესამე აქციაა - ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევისა და ახალქალაქის სოფელ კოთელიას შემდეგ, ხვალ, 17 აპრილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს მოსახლეობას გავუწევთ უფასო სამედიცინო მომსახურებას საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ჩვენი საქველმოქმედო აქციებიც სწორედ ამას ემსახურება. სოფელ სამთაწყაროსთვის ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო ზონაა. ადგილობრივებს მედიკამენტებსაც გადავცემთ, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ - ამბობს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს, მეგობრებთან ერთად, სამომავლოდაც გეგმავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ, ნილოზ ჯანიაშვილის, ასევე, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ტარდება, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობს. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე (საქველმოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი); ექიმ-ფიზიოთერაპევტი ოდისეი სადოევი, ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი და კარდიოლოგი ქეთი გოროზია. აქციაში, მოხალისეებად ჩართულნი არიან ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე, თემო ჯინჭარაძე და თამარ გახელაძე.

შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევსა და ახალქალაქის სოფელ კოთელიაში უკვე გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42