სასმელი წყლის პრობლემა მსოფლიოს წინაშე კარგა ხანია დგას. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული წლის შედეგად წარმოშიობილი მძიმე ინფექციური დაავადებებით. დღეს მსოფლიოშ არსებობს უამრავი გამწმენდი საშუალება, თუმცა, მათ გარკვეული ნაკლი აქვთ - ქლორით გაწმენდა კარგად მუშაობს, თუმცა, ის ძვირია და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, წყლის გადადუღება დიდი ოდენობის საწვავს მოითხოვს, მემბრანული ფილტრები ძვირია, სჭირდებათ ნასოსი და მალე ნაგვიანდება.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უნიკალური ფილტრი შექმნეს, რომელსაც წყლის გაწმენდა ეფექტურად შეუძლია. ისინი აცხადებენ, რომ ქსილემის პატარა ნაჭერს, რომელიც ხის ტოტის მერქნის ქვეშ მდებარეობს, წყლისგან ბაქტერიების 99%-ის გაფილტვრა შეუძლია, მათ შორის, ნაწლავური ჩხირისგანაც.
ქსილემა ხმელეთის მცენარეთა ქსოვილია, რომელიც ემსახურება წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვიდან ზევით — ღეროსა და ფოთლებისაკენ. ის განლაგებულია ან მთლიან რგოლებად, ან გამტარ კონებში.
"წყლის დამბინძურებლების უმრავლესობა ბიოლოგიური წარმომავლობისაა. ესენია პათოგენური ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები. ქსილემის ფილტრი ეფექტურად უკლავდება დამბინძურებლებს, ამასთან წყალი უფრო გამჭვირვალე ხდება," - ნათქვამია სტატიაში.
გამოგონების ავტორები ირწმუნებიან, რომ არაყვავილოვანი ხეების, მაგალითად, ფიჭვისა და გინგკოს ქსილემასგან დამზადებული ფილტრები დიდ სამსახურს გაუწევს წყლის გაფილტვრის მსურველებს, განსაკუთრებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებისა და სოფლის მაცხოვრებლებს.
ქსილემის ფილტრები დამზადების შემდეგ ეტაპებს გადის - ფიჭვის ტოტს აცლიან მერქანს, ჭრიან სასურველ ზომაზე. შემდეგ მათ ჯერ თერმულად, ხოლო შემდეგ ეთანოლით ამუშავებენ და აშრობენ.
ეს ფილტრი ერთ საათში ერთ ლიტრ წყალს ფილტრავს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ფილტრები ყოველდღე, ან კვირაში ერთხელ უნდა შეიცვალოს, გააჩნია, რამენად ინტენსიურად ხმარობს კონკრეტული მეიურნეობა წყალს.
მასალის გამოყენების პირობები