ინგლისში, უინძორის სასახლის ეზოში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.
დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაკრძალვაზე მონაწილეთა რაოდენობა შეიზღუდა. დაკრძალვის ცერემონიალს 30-მდე ადამიანი დაესწრება. მათ შორის, პრინცი უილიამი, მისი მეუღლე ქეით მიდლტონი. ცერემონიალში მონაწილეობას პრინცი ჰარიც მიიღებს, თუმცა მეგან მარკლი ორსულობის გამო დაკრძალვას არ დაესწრება.
ჰერცოგს მუხის კუბოში ჩაასვენებენ, რომელსაც ტყვიის გარსი აკრავს. პრინც ფილიპს მისი დიზაინით შექმნილი კატაფალკით გადაასვენებენ, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა.
ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა, რომლის გასმოცემის უფლებაც ექსკლუზიურად Sky News-ს ეკუთვნის შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=2sz2o6OEiQg
მასალის გამოყენების პირობები