პუნქტები, რომლებიც შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზა - დოკუმენტის სრული ვერსია
პოლიტიკა - 22:08, 18 Apr, 2021     1451

გთავაზობთ ევროპული საბჭს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას წარუდგინა ხელმოსაწერად, რათა საბოლოო შეთანხმება შედგეს:


1. პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში გადადგან ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კერძოდ, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს ამნისტია შეეხება.

მეტიც, პარლამენტმა პოლიტიკურად აღქმული საკითხები საკანონმდებლო დონეზე უნდა განიხილოს და პარლამენტის რეგლამენტში საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, რომ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტის მხარდაჭერა იყოს საჭირო.

ვადები:

შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მიღებულ იქნას საჭირო ზომები.

ამის შემდეგ, ყველა ხელმომწერი უნდა შევიდეს პარლამენტში, რათა ხმა მისცეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას.


2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპოციული წესით უნდა ჩატარდეს. მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე უნდა იყოს.

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან;

პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს, პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, ამ დამატებებით ან შესწორებებით:

ადგილობრივი არჩევნები: ხუთ დიდ ქალაქში პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია და 2/1 პროპორცია სხვებში. 2.5% ბარიერი თბილისში, თბილისს გარეთ კი ყველგან 3% ბარიერი;

ცესკო: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით აირჩევა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს;

საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად ცესკოში ხმების 2/3 იქნებ ასაჭირო;

ვადები:

საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ განახლდება;

შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში დასკვნის მისაღებად;

ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა მიიღოს პარლამენტმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.


3. კანონის უზენაესობა / სასამართლო რეფორმა

სასამართლო რეფორმის გატარების ვალდებულება პარლამენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად აქვს.

კიდევ უფრო გაზარდოს გამჭვირვალობა და დანიშვნისთვის აუცილებელი კრიტერიუმების საფუძვლები;

პარლამენტს წარუდგინოს კანონმდებლობის პროექტი უზენაეს სასმართლოში დანიშვნის შესახებ;

თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად;

მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას;

შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებით ყველა მიმდინარე დანიშვნები.

გატარდეს იუსტიციის საბჭოს არსებითი რეფორმა.

ღია გახდეს თანამდებობებზე დანიშვნების, დაწინაურებების კრიტერიუმები უმაღლეს თანამდებობებზე;

სრულად იქნას გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები აღნიშნულ პროცესებში.

გაისაზღვროს გენერალური პროკურორების დანიშნვნა საეთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

დანიშნვნის პროცედურული ფორმები:

ვადები:

1. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომი მცდელობები კი მოითხოვს უბრალო უმრავლესობას.

2. ხმას მიიღებს წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა.


4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

ოპოზიციონერ დეპუტატებს ენიჭებათ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან ორი მათგანი შემდეგი ხუთი კომიტეტიდან იქნება:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;

საკანონმდებლო საკითხთა კომიტეტი;

ადამიანის უფლებათა კომიტეტი;

ბიუჯეტისა და ფინანტა კომიტეტი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

ვადები:

ხელმომწერებმა 1 კვირაში დაიწყონ პროცესი, რომ განისაზღვროს ძალთა გადანაწილება პარლამენტში ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის შემოდგომის სესიის მოწვევისთანავე.


5. მომავალი არჩევნები

თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასევე,

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის აუცილებელია რომ მომავალი არჩევნების ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიები მონაწილეობდნენ.

აუცილებელია მხარეებმა გაითვალისწინონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების საბოლოო ანგარიში, რომ არჩევნები შედგა, თუმცა იყო დარღვევები, რომლებმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და შესაბამისად, მათი მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობა შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42