ბათუმში პირველი აუთლეტ მოლი - DUO MALL იხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 19 Apr, 2021     5159

მალე ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - Duo Mall იხსნება. მოლი სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს გააერთიანებს, პროდუქცია კი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. გარდა ამისა, განთავსდება ისეთი ექსკლუზიური ბრენდების მაღაზიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე ჯერ არ გამოჩენილან.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აუთლეტ კონცეფციაა, შესაბამისად, მომხმარებელს აღარ მოუწევს ფასდაკლების სეზონის დადგომამდე ლოდინი და სასურველ ნივთს წელიწადის ნებისმიერ დროს, დიდი ფასდაკლებით შეიძენს.

„პირველი აუთლეტ მოლის გახსნა არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. როგორც კვლევებმა გვიჩვენა, მაღალია ინტერესი outlet ტიპის მაღაზიებისადმი, სადაც ყოველთვის მოახერხებ სასურველი ნივთის ფასდაკლებით შეძენას. „დუო მოლი“ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბრენდების აუთლეტ მაღაზიებს გააერთიანებს. მომხმარებელი კი არა მხოლოდ ბათუმის, არამედ სრულიად აჭარის მოსახლეობა იქნება. დაინტერესება ბიზნესკომპანიების მხრიდანაც დიდია - ასათვისებელი ფართების რაოდენობა დღითი დღე იკლებს, რაც ასევე ძალიან გვახარებს’’ - განაცხადა ქეთევან ხაჭაპურიძემ, Duo Mall-ის ხელმძღვანელმა.

ორსართულიანი მოლი აეროპორტის გზატკეცილის დასაწყისთან მდებარეობს. იდეალური ლოკაციის, პროდუქტების ფართო ასორტიმენტისა და მუდმივი ფასდაკლებების წყალობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილია აჭარის რეგიონში კომერციული საქმიანობის დასაწყებად. ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ტურისტული ჯგუფების მოსაზიდი პოტენციალითაც გამოირჩევა.

პირველ ეტაპზე, მოლში უკვე ფუნქციონირებს სააფთიაქო ქსელი PSP და ჰიპერმარკეტების ქსელი კარფური. სულ მალე კი აჭარაში პირველი ტექნიკის აუთლეტ მაღაზიის გახსნაც იგეგმება.

„არსებულ რეალობაში, როდესაც ბიზნესების უმრავლესობა მხოლოდ გადარჩენასა და სამუშაო ადგილების შემცირებაზე ფიქრობს, ჩვენ ქალაქის ახალი მიმართულებით განვითარება გადავწყვიტეთ. სწორედ ასე შევძლებთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში“ - განაცხადა ქეთევან ხაჭაპურიძემ, Duo Mall-ის ხელმძღვანელმა.

„დუო მოლი“ იდეალური ადგილია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის, რომ აღმოაჩინოს და შეიძინოს სასურველი პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთი. სულ მალე, მოლში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგხვდებათ. სავაჭრო კომპლექსში განთავსებულ 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში კი დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მობ: +995 591 07 44 77

Facebook გვერდი: Duo Mall





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42