როდის იქნება მესამე ტალღის პიკური პერიოდი - გამრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს
COVID-19 - 14:29, 19 Apr, 2021     4474

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ინფიცირების თვალსაზრისით, ე.წ. პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღა და კოვიდ 19-ის საყოველთაო გავრცელება დაიწყო.

"სამწუხაროდ, ეპიდვითარება სულ უფრო იძაბება, ყოველდღიურად იმატებს ახალი შემთხვევების რიცხვი და ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ინდიკატორები, როგორიცაა ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, დღეს მომატებულია ასევე სიკვდილიანობაც. რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, ეპიდვითარება ბევრად უფრო გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკ-ფაქტორია. ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე „კლასტერი“ იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა", - განაცხადა გამყრელიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42