"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გიორგი რურუას ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას დადებითად აფასებს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი დოკუმენტზე პარტიების ხელმოწერის შემდეგ შეთანხმებასა ღიარებს:
„ახლა ის მომენტია, როცა ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ რაღაც თანხმობისკენ მივიდეთ, ახალი პოლიტიკური კულტურა ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც საოცარი შრომა გასწიეს ამ 6 თვის მანძილზე. იმედი მაქვს, შეთანხმება მალე გაფორმდება და მალე ვიხილავთ გიორგი რურუას თავისუფალს. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ ნიკა მელიას თავისუფლებაზე.
გარკვეული პირობები არის, აღარ შევალ ამ წვრილმანებში. ეს განცხადება მისაღებია, შეთანხმების მთავარი საზომი არის ის, რომ დასავლეთმა უნდა თქვას შეთანხმება რომ შედგა. ზუსტად ვიცი, რომ დასავლეთი ამას იტყვის ჩვენი ხელმოწერების შემდეგ", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რურუას ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, თუ პარტიები მიშელის დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მოხდება შეთანხმება და ოპოზიცია პარლამენტში შევა.
მასალის გამოყენების პირობები