"რასაც ელისო ამბობს ასმათზე არის სრული სიბნელე, უცოდინრობა და "გაუპატიურების კულტურის“ ნათელი მაგალითი" - ბაია პატარაია კილაძეზე
სოც.მედია - 17:27, 19 Apr, 2021     2766

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ის, ნებისმიერი სახის ძალადობას გაემიჯნა და ძალადობის მსხვერპლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

პარალელურად ჟურნალისტმა, ამავე პოსტის ქვემოთ, ძალადობაში ბრალდებულ გოგი წუალიას დაუჭირა მხარი და განაცხადა -"ძალადობა არა სტაფილო. ნარდის სათამაშოდ წამოყვა ქუთაისში?“

კილაძის, ამ კომენტარს უფელბადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა, ელისო კილაძის პოზიცია დაგმო და პოსტით უპასუხა:

"რასაც ელისო ამბობს ასმათზე არის სრული სიბნელე, უცოდინრობა და „გაუპატიურების კულტურის“ ნათელი მაგალითი. ელისო კილაძე გვასწავლის, რომ თუ არ გვინდა გაგვაუპატიურონ, მაშინ კაცს არ უნდა გავყვეთ ქალაქში ან ბინაში. ხოდა, გადაეცით ქალბატონ კილაძეს, რომ ქალს ყოველთვის, ვიმეორებ ყოველთვის(!), აქვს უფლება, უარი თქვას სექსზე და უარი უთხრას არა მხოლოდ გოგი წულაიას, არამედ საკუთარ ქმარს და შეყვარებულს! და ყველა კაცი, რომელიც ამ უარს არ მიიღებს და ძალით ეცდება გაუპატიურებას, არის მოძალადე და კრიმინალი!

ეს არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ანი-ბანი, არამედ ადამიანობის და მორალის ანი-ბანიცაა.

აუცილებლად მოვამზადებთ განცხადებას წულაიას საქმეზე იურიდიული არგუმენტაციით, რომ ასეთი გამოხტომები შეწყდეს ასმათის მიმართ. რაც არ უნდა ამოუქექოს ელისო კილაძემ ასმათს, ფაქტია და ვიდეო ჩანაწერებში, რომელიც არსებობს და რომელიც მინახავს ჩემი თვალით, წულაია აღიარებს, რომ ფეხებზე დაიკიდა ასმათის არაერთხელ თქმული უარი, ფიზიკურად ეძალადა მას, უფათურებდა ხელებს და ცდილობდა გაეკავებინა ქალი მანამ, სანამ ასმათმა არ მოიგერია მთელი ძალით, ხელებით, ფეხებით, კბილებით... გოგი წულაიამ ვერ გააუპატიურა ასმათი. თუმცა, ნამდვილად სცადა, და შეძლო სხვაგვარი ძალადობრივი სექსუალური ქმედებების განხორციელება. ეს კაცი ტყუილად არ ზის ციხეში!

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი სანახევროდ ფუნქციონირებს და ის თუ კარგად მუშაობს წულაიას წინააღმდეგ, ცუდად მუშაობს ჯიშკარიანის წინააღმდეგ, მაგრამ არც ჯიშკარიანს შერჩება რამე, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე მივყვებით. სასამართლო პროცესები განახლებულია პანდემიის მერე. დღეს ზუსტად გვაქვს მორიგი პროცესი“, - წერს პატარაია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42