კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს - სამადაშვილი
პოლიტიკა - 18:29, 19 Apr, 2021     486

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ მათ ელჩებთან დეტალური მსჯელობა ჰქონდათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით და გარკვეულ საკითხებზე პარტიის ხედვები გააცნეს.

მისივე თქმით, მათ საარჩევნო რეფორმის საკითხი, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა განიხილეს.

"არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელზეც გვაქვს ჩვენი პრობლემატური შეფასებები. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური მსჯელობა, გავაცანთ ჩვენი ხედვა ელჩებს, მოვისმინეთ მათი აზრი და ახლა გაიმართება დამატებითი კონსულტაცია პარტიის ფარგლებში იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შემდგომი პოზიცია დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც შეეხება როგორ საარჩევნო რეფორმას, ასევე ნიკა მელიას პატიმრობის და მისი გათავისუფლების საკითხებს", - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს.

"ჩემი აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს, ახლა მნიშვნელოვანია შიდა პარტიული პროცესები", - აცხადებს სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან
ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს - “მოქალაქეები” რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებენ
ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ვასაძე (ვიდეო)
მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა... საჭიროა, ეს პროცესი განვითარდეს და გარეთ დარჩენილი პარტიები შევიდნენ პარლამენტში - დეგნანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - არიან დაშავებულები
გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის - ჯუანშერ ბურჭულაძე
თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი მცირედით გამყარდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
მომავალი წლიდან საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება
თბილისში ავტომობილი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა
იმიტირებული პროცესი და უარი შუამდგომლობაზე - ნიკა მელიას სასამართლო დღევანდელი შედეგი
"ვემზადებით ბრძოლისთვის" - ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან დამატებითი ძალები გადაისროლა
კიბოსა და დიაბეტის მტერი - იასამნისფერი ხახვის 5 ჯადოსნური თვისება
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42