ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელზეც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვიმა კომენტარი გააკეთა.
მინაშვილი ამბობს, რომ სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს.
მისი თქმით, თუ ნიკა მელიას გათავისუფლება მოხდება უპირობოთ გირაოს გარეშე, "ეს გახსნის მოლაპარაკების დამატებ სივრცეს და რესურს".
"პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ჩვენ გვაქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე უკვე განვაცხადეთ. ერთი ის, რომ ბუნდოვანებაა ამნისტიის ნაწილში, სადაც ამნისტია გულისხმობს სამართალდამცველების და საჯარო მოხელების მხრიდან ძალადობის გამოყენების ამნისტირებას და ამაზე პატიებას, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ასევე, ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელის მიბმა და იმ რეფორმების ნაწილის გატარების ვადებს, რომელიც არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმაში.
მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე ჩვენს მიერ იყო დასმული, სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს. თუ მოხდება უპირობოთ გირაოს გარეშე ნიკას გათავისუფლება, ეს გახსნის დამატებით სივრცეს და რესურს მოლაპარაკების.
იცით ჩვენი და ნიკა მელის პოზიცია, გირაო, რომელზეც საუბრობს "ოცნება" ეს არ არის გირაო, ეს არის პოლიტიკური გამოსასყიდი და ნიკა მელიამ არ თქვა უარი შეგუებოდა უსამართლობას, რომ მერე გადაეხადა პოლიტიკური გამოსასყიდი ან მისი გათავისუფლებით ევაჭრა და შემდეგ ამით ამნისტირება მომხდარიყო მოძალადე პოლიციელის ან თანამდებობის პირების. ეს მისი ცალსახა პოზიციაა. ამიტომ პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიდგას, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნას ეს არის ნიკა მელიას გათავისუფლება" , - განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები