ექიმმა გიორგი ღოღობერიძის თქმით, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა.
ღოღობერიძემ განმარტა ის ფაქტორები, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.„ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ თუ გექნებათ თავის ტკივილი და ის არ გიმსუბუქდებათ, ტკივილი უფრო და უფრო მძიმდება, რადგან თავის ქალიდან სისხლი ვერ გამოდის, სისხლის შეგუბება ხდება, ქალის შიდა წნევა იზრდება. თუ გექნებათ მუცლის მწვავე ტკივილი, არ იქნება ტკივილი გულმკერდში და გექნებათ სუნთქვის გაძნელება. ასევე, გექნებათ ფეხის გალურჯება, ესაა ის ნიშნები, როდესაც დაუყოვნებლივ მიქრიხართ კლინიკაში. თუ არ მიხვალთ, გარდაცვალების ალბათობა ძალიან მაღალია. კლინიკაში ეტყვით, ვაქცინა რამდენი დღის წინ გაიკეთეთ და გაქვთ ასეთი მდგომარეობა. უნდა უთხრათ, რომ არ გადაგისხან ჰეპარინი და არ გამოიყენონ თრომბოციტები. ამ ორის გარდა უნდა გამოიყენონ სხვა მედიკამენტები. ასევე, აუცილებლად უნდა იყოს მოძიებული ინტრავენური იმუნოგლობულინი“, - განაცხადა ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას.
მასალის გამოყენების პირობები