ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელის სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება ამოვარდნილი იყო პარტიის პოზიციიდან. მისი განმარტებით, იმ პირობებში, როცა ენმ-ს თავმჯდომარე მძევლად არის აყვანილი, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიჩნია, რომ რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არც პოლიტიკურად არც მორალურად გამართლებული არ არის:
"მისი გადაწყვეტილება ვფიქრობ, აბსოლიტურად ამოვარდნილი იყო ნაც მოძრაობის პოზიციიდან, იმიტომ რომ პოლიტიკურ საბჭოზე ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რომ ჩვენ იქ ხელმოწერა უნდა დაგვეფიქსირებინა. მეტსაც გეტყვით იმ პირობებში როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის მძევლად აყვანილი რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არც პოლიტიკურად არც მორალურად გამართლებული არ არის, ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა სალომემ მიიღო ინდივიდუალურად და ის რომ მან თავად დატოვა პარტია ეს უკვე ლოგიკური და სწორია, ვწუხვარ, რომ მან ანგარიში არ გაუწია არც თანაგუნდელებს არც ამომრჩეველს და არც იმას რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის დღეს ტყვეობაში და უამრავი თანაგუნდელი იმყოფება დევნაში" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა პარტიისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს ხელი, ამის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები