პარტიიდან წასვლაზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას მელიას გათავისუფლებისა და მასთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღებ - სამადაშვილი
პოლიტიკა - 12:02, 20 Apr, 2021     472

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით განმარტავს, თუ რატომ მიიღო მან ინდივიდუალურად დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება.

ასევე, განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით პოლიტიკურ საქმიანობას არ აგრძელებს, თუმცა პარტიის დატოვებაზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს.

"არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან-ანუ, შემოთავეზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა.

ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.

მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მ მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი - მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მ ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვავდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები - ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად.

ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი. მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ს უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც "დესტრუქციულ" ძალას.

რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ.

იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს-ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას.

იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად" - წერს სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს - საქართველოს საელჩო ისრაელში
"მე ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა..." - არჩილ თალაკვაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
ვარ გახარებული და ამ ოცნე*ებში შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული... - გიგა მაქარაშვილი
თბილისში მანქანა ამობრუნდა - ფოტო
კაკული გურიელაშვილი : “მერაბ სეფაშვილი 5 წუთში ერთხელ მირეკავს… 50 წელია, ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მახსოვს”
ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან
ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს - “მოქალაქეები” რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებენ
ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ვასაძე (ვიდეო)
მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა... საჭიროა, ეს პროცესი განვითარდეს და გარეთ დარჩენილი პარტიები შევიდნენ პარლამენტში - დეგნანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - არიან დაშავებულები
გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის - ჯუანშერ ბურჭულაძე
თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი მცირედით გამყარდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42