არსებობენ თუ არა გონიერი არსებები კოსმოსში? - NASA-მ დედამიწის მსგავსი 10 პლანეტა აღმოაჩინა (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 20:14, 22 Apr, 2021     1057

კაცობრიობას საუკუნეებია აწუხებს კითხვა - არის თუ არა სიცოცხლე და კერძოდ, გონიერი არსებები სხვა პლანეტებზე? ჯერჯერობით მეცნიერებს ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ, თუმცა, კოსმოსური ერის დაწყებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად მათი ძიება უწყვეტად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსში სიცოცხლის იმგვარი ფორმების არსებობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, დამოკიდებულია დაახლ;ოებით იმდაგვარ გარემო პირობებზე, როგორშიც დედამიწა იმყოფება მზის სისტემაში.

სავარაუდო პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია სიცოცხლე წარმოიშვას, საკუთარი სისტემის ვარსკვლავისგან ე.წ. "დასახლებად ზონაში" უნდა იყოს - მასზე არც ძალიან უნდა ცხელოდეს და არც ძალიან უნდა ციოდეს.

მნიშვნელოვანია სხვა პლანეტებისა და "მთვარეების" (პლანეტის თანამგზავრების) განლაგებაც. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იუპიტერი დედამიწას მეტეორიტებისგან იცავს. ასევეა მთვარეც, რომელიც კომეტებისგან გვიცავს.

აუცილებელ პირობებში არის კიდევ პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა - ცოცხალი არსებები უნდა სუნთქავდნენ და წყალი.

რამდენად ალბათურია ასეთი მსგავსების არსებობა? სამყაროში, მეცნიერების შეფასებით 100 მილიარდამდე გალაქტიკა და ვარსკვლავია. ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ 2000.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, NASA-ს კოსმოსური ობსერვატორია (კეპლერის ზონდი), ანუ მოკლედ - K2, სწორედ ამ დავალებას ასრულებს. 2009 წლის შემდეგ მან უკვე აღმოაჩინა 219 კანდიდატი-პლანეტა, რომელთაგან 10 თითქმის დედამიწის მსგავსია - ვარსკვლავი-მზისგან "დასახლებად ზონაში" მდებარეობს, პლანეტის ზედაპირი დედამიწასავით მყარი და ქვიანია, ატმოსფეროს შემადგენლობაც თანხვედრია, რაც შეეხება წყალს ამხელა მანძლებზე მისი აღმოჩენა შეუძლებელია, თუმცა, მდგრადი ატმოსფეროს არსებობით მისი დაშვებაც შეიძლება.

პლანეტების ძიება გრძელდება და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიცოცხლის აღმოჩენა მხოლოდ დროის ფაქტორია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
არ გამომიყენებია და იმედი მაქვს არც დამჭირდება - რა ჰობი აქვს ულამაზეს სალომე ჭაჭუას (ვიდეო)
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42