"დრამა უნდა დასრულდეს...არანაირი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას, სერიოზულობას დაკარგავს, ეს გახდება ანეკდოტების საგანი როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო" - ხვიჩია მელიაზე
პოლიტიკა - 21:17, 22 Apr, 2021     950

"ჩემი აზრით, არანაირი დამატებითი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას - რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ახლა ციხეში, მით უფრო ცინიკურად გამოიყურება გარეშე დამკვირვებლისთვის ეს ამბავი, სერიოზულობას დაკარგავს, ეს გახდება ანეკდოტების საგანი როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა და თან იძახის, რომ პოლიტპატიმარი ვარო", - აცხადებს "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია.

"ჩემი აზრით, ეს დრამა უნდა დავასრულოთ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს აღარ არის საკითხი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - ეს არის დრამა, „როგორ გამოვიდეთ გამარჯვებული ციხიდან“, ან „როგორ არ გამოვუშვათ მეორე მხარე გამარჯვებული ციხიდან“ ან რაღაც ასეთი. ჩემი აზრით, რაც უკვე შესთავაზა ნიკა მელიას ევროკავშირმა, თუნდაც გირაო, რადგანაც მათ შესთავაზეს გირაო, ამაზე დიდი დასტური რა უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრობის, ყოველ შემთხვევაში უკანონო პატიმრის წოდებისთვის, სასამართლოში ვივლიდი მხოლოდ ამ ჩარიცხვის დოკუმენტით, როგორ ჩამირიცხა ევროკავშირმა გირაო. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე სწორი გამოსავალი და არ დაგვჭირდებოდა ჩვენ საუბარი და თავისტეხვა იმაზე ამნისტიაში ეს მუხლი ჩავწეროთ, თუ ის მუხლი ჩავწეროთ. თავისთავად ამნისტია შეიძლება იყოს კარგი იდეა, თუ ის კონსესუსით კეთდება, მაგრამ ამნისტია, რომელსაც ნახევარი ქვეყანა ებრძვის იმის გამო, რომ ერთ-ერთმა პარტიამ ხელი არ მოაწერა სხვა გზას პატიმრის ციხიდან გამოსაშვებად - ეს სიტუაციას აფუჭებს, მაგრამ მე მგონია, რომ როგორც არ უნდა ეცადონ პოლიტიკური პარტიები ამ სიტუაციის გაფუჭებას თვითონ ჩანან სასაცილოდ.

ერთი შანსი ციხიდან ღირსეულად გამოსვლის შესახებ არის გაშვებული - ეს არის გირაოს გადახდა ევროკავშირის მიერ. თუ ჯერ კიდევ არსებობს ამის მოტრიალების შანსი ეს უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივად იწყებს ამოქმედებას ამნისტიის აქტი იმიტომ, რომ შეთანხმება არის, რომ ეს ადამიანი გარეთ იყოს. ჩემი აზრით, არანაირი დამატებითი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას, რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ახლა ციხეში, მით უფრო ცინიკურად გამოიყურება გარეშე დამკვირვებლისთვის ეს ამბავი, სერიოზულობას დაკარგავს, ეს გახდება ანეგდოტების საგანი როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა და თან იძახის, რომ პოლიტპატიმარი ვარო - ეს იქნება არასერიოზული, მე ამის მეშინია, მე ნიკა მელიას ადგილას ამაზე ვინერვიულებდი იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ნიკა მელია მალე იქნება გარეთ, შესაბამისად, უკანონო პატიმრის ტრაგიკულობამ რაღაცნაირად მეორე გვერდზე გადაინაცვლა. მე მინდა რომ ეს პროცესი სწრაფად მორჩეს, მანამდე მორჩეს, ვიდრე ამნისტიის საკითხი დადგება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42