დაკეტვა და აკრძალვა შეუძლია მდიდარ ქვეყანას - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:49, 23 Apr, 2021     512

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, ვერანაირ შედეგს ჩაკეტვა ვერმოიტანს. მისივე თქმით, დაკეტვა და აკრძალვა შეუძლია იმ მდიდარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამის საშუალება.

"ვერანაირ შედეგს ეს ჩაკეტვა ვერ გვაძლევს, ამიტომ მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც, არც კეტავენ ეკონომიკას ან თუ კეტავენ, ძალიან მიზერულად. ეკონომიკაც აქვთ გადარჩენილი და ვირუსსაც წარმატებით ებრძვიან. ჩვენი აქცენტია: მოდი, ვმართოთ პროცესი და არა უბრალოდ დაკეტვა. ტრანსპორტი ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან თუ არის, ყირაზე უნდა გადადიოდეს შიგნით ხალხი. შუალედური ჩვენ რატომღაც არ ვიცით. წარამარა იშვერენ ხელს რესტორანზე, რომ მიზეზი ის არის, მაგრამ სინამდვილეში ხალხი ლეგალური და სანიტარულად დაცული ზონიდან ამ გადაწყვეტილებებით გაძევებულია "იატაკქვეშეთში". ხალხი მიდის და სახლში მართავს ღონისძიებას, ქირაობენ ფართებს, "სეფა" ეზოში და ა.შ. ეს ხომ რესტორანი არ არის, ეს არის არასწორი მართვის შედეგი. ჩვენ წინადადებით მივმართავთ მთავრობას, გადაეწყოს მართვის რეჟიმზე.

ეს საბჭო გადაიქცა აკრძალვების საბჭოდ და არა მართვის საბჭოდ. რაც შეეხება ვაქცინაციას, სჭირდება პროპაგანდა. გვეგონა ეს თავისთავად წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ "მე ვუთმობ გზას სასწრაფოს" არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი, იგივე მეთოდი ვაქცინაზეც. საკმაოდ ნაზად და ნელა ხდება გადაწყვეტილების მიღება და დროს ვკარგავთ. სხვა უფრო სწრაფად იცრება და ეკონომიკის აღდგენა ხდება. ყველაზე მეტად დაკეტილი ქვეყანა ვიყავით, როდესაც ყველაზე სუსტი ეკონომიკა გვაქვს. დაკეტვა და აკრძალვა შეუძლია იმ მდიდარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამის საშუალება. გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებს, რაც ზარალია. კომპანიები ვეღარ აღდგება, თუ ის გაკოტრდა" - აღნიშნა გაბრიჩიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
არ გამომიყენებია და იმედი მაქვს არც დამჭირდება - რა ჰობი აქვს ულამაზეს სალომე ჭაჭუას (ვიდეო)
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42