"ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ" - რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
პოლიტიკა - 16:50, 23 Apr, 2021     254
რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში გამართული რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და „ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

პირველი დიპლომატების მიმართვაში აღნიშნულია საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალზე მიწვევის მნიშვნელობაც.
„ამ ფონზე, დღეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოვიწვიეთ ბუქარესტში არაფორმალური შეხვედრისა და აზრების გაზიარებისთვის.

ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები საქართველოსა და უკრაინაში, ჩვენი ქვეყნების განუხრელი ვალდებულების შესახებ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ და დახმარება გაუწიონ მათ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას როგორც საქართველოსა და უკრაინის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისე ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კოორდინაციას სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, რათა ხელი შევუწყოთ ნატო-ს შემდგომ განვითარებას და მხარი დავუჭიროთ პარტნიორებს, ამ მიმართულებით პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42