USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:20, 23 Apr, 2021     465

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი თანამშრომლობის ფარგლებში აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ, რომელიც თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ საგრანტო პროგრამას მოიცავს. საგრანტო პროგრამის მიზანია შერჩეული კულტურებისთვის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა)) შემგროვებელი, სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თანამშრომლობის ფარგლებში თიბისი დააფინანსებს საგრანტო პროექტში თანამონაწილებისთვის საჭირო თანხებს.

გრანტის მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 75 000 აშშ დოლარია და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ღირებულების 40%-ს, ხოლო კოოპერატივების შემთხვევაში - 70%-ს.

გრანტის თანხით შესაძლებელია საწარმოო დანადგარების და საწარმოო ინვენტარის შეძენა. საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 მაისი.

ამას გარდა, USAID და თიბისი აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოტენტიანტია USAID-ის მხრიდან მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის მხრიდან - პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი, ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა.

თიბისი კი, აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხის ფარგლებში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა მიიღონ საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის შესასყიდად, ასევე, ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42