არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
სამართალი - 17:48, 23 Apr, 2021     434

ტრეფიკინგი თბილისში - გენპროკურატურამ დაკავებულ დ.კ-ს ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

ამის შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. ამასთან, დ.კ.-მ არასრულწლოვნებს სავალდებულოდ დაუწესა მასთან ყოველ დღე 40 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა და შრომის გაგრძელებას აიძულებდა. არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

დ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთა შორის მე-7 ადგილზეა
"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისში აქცია-მსვლელობა ჩაინიშნა
საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი ჩამოვა
კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში - გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფის გააუპატიურების საქმე - ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა
ხედი საძინებლის ფანჯრიდან - NASA-ს ასტრონავტის ფოტოები
ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - არიან დაშავებულები, მათ შორის 13 წლის გოგონა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
პოლიცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს -შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იმოქმედე სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქცია მთავრობის სახლთან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"
ავარია ბოლო ზარზე - არიან დაშავებულები
ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ
ვპირდები კობახიძეს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მას არ მოეწონება - დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42