მელიას პოზიცია არის პირობითი - თუ პარლამენტი უკან გაიწვევს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ის დათანხმდება გირაოს გადახდას - კონდახაშვილი
პოლიტიკა - 14:26, 28 Apr, 2021     880
ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის მე-12 საპყრობილეში მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონდახაშვილმა ჟურნლაისტებთან განმარტა, რომ ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია - ის გირაოს თანხის გადახდაზე მხოლოდ იმ შემთვევაში თანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი უკან გაიწვევს:

"მელიას გირაოსთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის პირობითი - თუ პარლამენტი უკან გაითხოვს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ის დათანხმდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან შესაძლოა მეორე ან მესამე მოსმენის დროს უკან გაიწვიონ. ამიტომ, ნიკას პოზიცია, რომ თანხმობას აცხადებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი უარი იქნება ნათქვამი ამნისტიის კანონის მიღებაზე, რომელიც უკვე თვალნთლივ დავინახეთ, რომ შეეხება ყველას და ყველაფერს, ვინაიდან ოცნების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი არის იმდაგვარი ვარიანტი, რომლითაც ფაქტობრივად ინდუგენციას მიიღებს ყველა მოძალადე და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში. ჩვენ ხვალ გამოვცხადდებით პროცესზე და დაველოდებით პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას" - განაცხადა კონდახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
ოპოზიციას თუ ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - კობახიძე
უარი აცრაზე და ვაქცინის გარეშე დარჩენილი საზოგადოება - ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ქონების წართმევა, მუქარა, რეკეტი და სკანდალში გახვეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგია - ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში დაცვის სამსახურის "ვიქტორია სექიურიტის" თანამშრომელი დააკავა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მთაწმინდის რაიონში ორი ბიჭი დაჭრეს
ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა, 4 500 მ. სიმაღლეზე იყო - მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
ჯერ სულ ერთი წლისაა და უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პატარა სოფიას ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება
21 წლის გოგოს გარდაცვალება - კლინიკა "ბომონდი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
ემანდ მე არ ვერევი - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42