"მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი
განათლება - 14:19, 04 May, 2021     687

„მიჰყევი ხმას“ - ასე ჰქვია პოდკასტების სერიას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა დაიწყო. როგორც აუდიოსივრცე გვპირდება, აქ ხმებს არამხოლოდ მოვისმენთ, მათ დანახვას შევძლებთ კიდეც.

როგორ უნდა დაინახო ხმა? – ამბავი მაშინ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუკი ის ხმებითაა მდიდარი. აბა, სცადეთ და წარმოიდგინეთ დილა თბილისის ძველ უბანში, ან სპექტაკლის წინა სასიამოვნო მოლოდინი დარბაზში იმ ხმების გარეშე, რაც ამ ამბებს ასე ახასიათებთ: მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი და სარეცხის თოკების ჭრიალის ხმა ან ორკესტრის ორმოდან ამომავალი კაკაფონია.

პოდკასტების წარმოებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტები უკვე ჩაერთნენ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და აუდიოგანყოფილება მალე საინტერესო პოდკასტებით დაიტვირთება.

პოდკასტებში უსიტყვოდ, ხმაურებით მოყოლილი ამბები იქნება ერთ-ერთი მთავარი ხაზი. აქ წინა პლანზე ადამიანი, მისი განცდები, ემოციები და გრძნობებია. ეს იქნება მხატვრული, ხანაც რეპორტაჟული ამბებისა და საგანმანათლებლო კონტენტის შემკრები სივრცე. პროგრამის ყველა მაგისტრანტს, საშუალება მიეცემა, შექმნას საკუთარი აუდიოგანყოფილება, გაავლოს შინაარსობრივი ხაზი და სერიებად განათავსოს თემატური პოდკასტები.

რატომ პოდკასტები? - იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ერთი მხრივ, ინტერნეტმა, თითქოს ჩაყლაპა ყველა სხვა დანარჩენი ტრადიციული მედია, მათ შორის - რადიო, თუმცა, მალევე, თავის თავში, გააერთიანა ამ მედიებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი შტრიხები. ასე რომ ხმა, რომელიც ამბის გადმოცემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ატრიბუტია, პოდკასტად დაუბრუნდა მსმენელს.

ახალ პროექტზე უფრო ვრცლად იდეის ავტორი, კსუ-ს მოწვეული ლექტორი, სოფიო კიკვაძე გვესაუბრა.

„თითქოს, ყველაზე მოლაპარაკე მედიას დამატებით ჯადოსნური ელექსირი დაალევინეს და რადიოს ახალი სიცოცხლე გაუჩნდა. პოდკასტი საუკეთესო პლატფორმაა თხრობისთვის: აიღე, თუნდაც, შენი ტელეფონი, ჩართე და ილაპარაკე. ეს, ერთგვარად, პირადი სივრცის განდობაცაა. წარმოიდგინე, მსმენელს უმხელ საკუთარ თავს, ენდობი, ისიც მიგიხვდება და გენდობა. შენ რომ მისთვის ხარ და ის შენთვის, ამას კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობ“, ამბობს სოფიო.

ის იმასაც გვიმხელს, რომ რამდენიმე პოდკასტს მსმენელი სულ მალე მოუსმენს. მათ შორის, ერთ-ერთი მისი ფავორიტი „წუთი_სოფელშია“, რომელიც მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს.

„პოდკასტი მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს. შენ მას, თუნდაც, მაღალი კორპუსის რომელიღაც სართულზე მოუსმენ და, მომენტალურად, მასთან წაგიყვანს სოფელში. ასევე, უკვე შეიქმნა პოდკასტი - „მიას კვატები“. მია, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, ვერც ლაპარაკობს, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, გვიყვება სოფიო.

აქვს თავისი ხმა განათლებას, განტვირთვას, გართობას, სპორტს, პანდემიასაც კი?! – CIU-ს მულტიმედია ცენტრში გვარწმუნებენ, რომ აქვს.

„რატომ უნდა „მიჰყვე ხმას“? - ასე მგონია, თუ ხმებს მივყვებით, ერთმანეთს ვიპოვით და უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჰოდა, გამოჰყევით ხმას, გაავლეთ უხილავი ტრაექტორია და მოდით თქვენს აუდიოსივრცეში, ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით გელოდებით!“ - გვეუბნება სოფიო კიკვაძე.

სამუშაო-მოსამზადებელი პროცესი მალე დასრულდება და კსუ მულტიმედია ცენტრი პოდკასტების ფართო „ასორტიმენტით“ ერთგულ მსმენელებს თავის აუდიოსივრცეში უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
ოპოზიციას თუ ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - კობახიძე
უარი აცრაზე და ვაქცინის გარეშე დარჩენილი საზოგადოება - ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ქონების წართმევა, მუქარა, რეკეტი და სკანდალში გახვეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგია - ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში დაცვის სამსახურის "ვიქტორია სექიურიტის" თანამშრომელი დააკავა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მთაწმინდის რაიონში ორი ბიჭი დაჭრეს
ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა, 4 500 მ. სიმაღლეზე იყო - მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
ჯერ სულ ერთი წლისაა და უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პატარა სოფიას ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება
21 წლის გოგოს გარდაცვალება - კლინიკა "ბომონდი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
ემანდ მე არ ვერევი - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42