ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები ჯგუფურად მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს
კრიმინალი - 10:58, 05 May, 2021     1442

თბილისში ჯგუფურად მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კომპანია ტენდერში იღებდა მონაწილეობას და სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს 10 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი აპირებდა სატენდერო წინადადების წარდგენისას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით." - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"იცით, სახელმწიფო ნაწილები რომ იდგნენ ავტომატებით? ეს ხომ არ გვინდა?“ - ცერცვაძე
"ქართული ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს... ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს - სენატორი ჯიმ რიში
ქუჩები, სადაც 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ენმ მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები - ხატია დეკანოიძე
მზად ვართ ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განვიხილოთ - კარასინი
ძალიან გაიყო აზრები,,, აბა, ვინ ვაძლევთ ამ მაღალ ამოჭრას “კი”-ს და ვინ “არა”-ს? - ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრანზე ბიკინში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ქუჩები სადაც 30 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება
საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება - გიორგი მარგველაშვილი
“პარლამენტის დატოვება, არჩევნების ბოიკოტი თუ ორივე ერთად არ ვიცი რას უშველის... ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეები იდგნენ რუსთაველზე და მათ იცოდნენ - იშლებიან ივანიშვილის გაძევების შემთხვევაში“ - ბაჩუკი ქარდავა
გზა პოლიტიკური კრიზისისკენ - “ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმენის საქართველოს მომავალს - არასამთავრობო სექტორის პროტესტი მმართველ გუნდს
"მიშელიც გადააგდეს... ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ "ოცნებას" სასამართლო!“ - დავით ჭიჭინაძე
Agile Spirit 2021 - ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა 5 სამხედრო ბაზაზე დაიწყო
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
კახა ოქრიაშვილი: "ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!“
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42