ნიკა მელია: ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, ან პოლიტიკოსი - ორივე შემთხვევაში ვიქნები საფრთხე ბიძინა ივანიშვილისთვის
პოლიტიკა - 18:35, 10 May, 2021     1801
საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკა მელიამ მედიასთან გააკეთა კომენტარი და იმ რეალობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ციხის საკნის მიღმა ჩანს. მისი თქმით, ყველა დეტალს ადევნებდა თვალს და ის მნიშვნელოვანი ფაქტორები დაინახა, რაც ყველაზე მძიმეა საზოგადოებითვის და რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩამოაყალიბა:

"პრაქტიკულად სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ამ რეჟიმის ერთი დეფექტი - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა მოსახლეობისთვის, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, აქედან ყველაფერი უფრო ნათლად დავინახე და ცდება ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით თუ ის პოლიტიკოსია, რაიმე სახით მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელიც საკნის მიღმაა. პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წვრილმან დეტალებზეც კი. ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხელოვნურად ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ამ კამპანიით ხელოვნურად უპირისპირდება არა მხოლოდ მის ოპონენტებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც, სამოქალაქო სექტორსაც. ამის კეთებით ივანიშვილი ცდილობს, თავისი ელექტორატი რამე სახით შეინარჩუნოს და ძალიან ბოროტად მანიპულირებს მგრძნობიარე საკითხებით, როგორიცაა რელიგიური საკითხები, ეთნო-ნაციონალიზმი და ა.შ..


ეს ადამიანი არ ზრუნავს შორეულ პერსპექტვაზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება აინტრესებს. მისი გუნდის წევრები თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნირებმა თანხა მხოლოდ იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით დაადასურეს ჩემი ბრალეულობა, მათთან კამათში შესვლას აზრიც არ აქვს. ორი შედეგია - ან თანხა ჩაირიცხა მძიმე კრიმინალის (როგორსაც მე მიწოდებენ) ციხიდან გამსოაყვანად, ან ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, ან პოლიტიკოსი - ორივე შემთხვევაში ვიქნები საფრთხე ბიძინა ივანიშვილისთვის" - განაცხადა მელიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ოპოზიციას თუ ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - კობახიძე
უარი აცრაზე და ვაქცინის გარეშე დარჩენილი საზოგადოება - ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ქონების წართმევა, მუქარა, რეკეტი და სკანდალში გახვეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგია - ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში დაცვის სამსახურის "ვიქტორია სექიურიტის" თანამშრომელი დააკავა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მთაწმინდის რაიონში ორი ბიჭი დაჭრეს
ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა, 4 500 მ. სიმაღლეზე იყო - მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
ჯერ სულ ერთი წლისაა და უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პატარა სოფიას ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება
21 წლის გოგოს გარდაცვალება - კლინიკა "ბომონდი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
ემანდ მე არ ვერევი - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
"შევიდა, 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა" - ზაზა გახელაძის დედამ სუიციდი სცადა
"ეს დედაჩემია… მედიცინა სწორედ დაავადებებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი რომ…“ – გიორგი ღოღობერიძის სევდიანი ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო აატირა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42