გიგი უგულავა მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესს ეხმაურება და ივანიშვილის რეჟიმის მხირდან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე აკეთებს აქცენტს.
მისი თქმით, წელიწადში მაინც ერთხელ აღძრავენ ხოლმე საქმეს მის წინააღმდეგ, ახლა კი სამართალწარმოება აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაიწყო, სადაც ორი პირი მას და გოკა გაბაშვილს დაესხა თავს. საქმეში უგულავას ბრალდებულის სტატუსი, მასზე თავდამსხმელს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს:
ეს საქმე თავიდანვე იყო პოლიტიკური. პოლიტიკური დავალება მიიღო ამ ბადრი საბა გავშელიშვილმა, მერე საერთოდ მე გამომიყვანეს მცემელად და ის პატიოსანი ძიუდოისტი ნაცემად და ახლა ამ საქმიდან თუ კიდევ რამე გამოიდნებოდა, არ მეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ 13-ში ჩანიშნეს პროცესი.
ახლა საერთოდ სასამართლოდან დაურეკეს ადვოკატს და უთხრეს, რომ კოვიდი აქვს პროკურორს... ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ როცა სჭრდებათ, ორი, სამი და ნახევარი პროკურატურა მოდის ხოლმე და როცა ძაან სჭირდებათ ზონდერ პროკურტორს ამატებენ, როცა ადგილზე პროკურორი არ ჰყოფნით. მოკლედ, ფაქტი არის ერთი - რაც არ უნდა ხელი მოვაწეროთ და შევთანხმდეთ ივანიშვილის რეჟიმთან, რომ სასამართლო არ გამოიყენოს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის და პროკურატურა არ გამოიყენოს ცერბერივით. ეს არის წყლის ნაყვა, როგორც კუზიანს სამარე არ გაასწორებს, ისე ივანიშვილი არ შეეშვება ამას [პოლიტიკურ დევნას].
საშუალო არითმეტიკული რომ გამოვიტანოთ, წელიწადში ერთ საქმეს აღძრავენ ჩემზე... 8 წელიწადია არესებობენ ესენი ხელისუფლებაში და რვავე წელიწადია, რვა საქმე მაქვს.. ხო შეიძლება რაღაცა წერტილი დასვა სადღაც ხო? რამდენი ხანი უნდა იმატრაბაზო ასე" - აცხადებს უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები