ლუდი "ცივ-ცივი" - კიდევ ერთი ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:47, 13 May, 2021     1687

სს "ქართული ლუდის კომპანია" ლუდის სეზონს სიახლეებით ხვდება. კიდევ ერთი ახალი ბრენდი, ლუდი „ცივ-ცივი“ დღეიდან ქსელურ და ლუდის სპეციალურ მაღაზიებში მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება. ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში.

„ცივ-ცივი“ ცოცხალი ლუდების კატეგორიიდანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით, რომლისთვისაც კომპანიამ გაყიდვების პუნქტები სპეციალურად გამოყო, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ.

"ცივ-ცივის“ ბრენდისთვის სტრატეგია, ბრენდინგი და საკომუნიკაციო კამპანია სააგენტო Leavingstone-მა შექმნა.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ლუდის ბრენდი და ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა პოზიციები ბაზარზე. ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. ცოცხალი ლუდი, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა ლუდის ქართულ ბაზარზე. ბრენდი სრულიად ნულიდან შეიქმნა, სააგენტოსთან ერთად. ერთობლივად შევარჩიეთ სახელი, შემდეგ, Leavingstone-მა იზრუნა ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ტიპოგრაფიასა თუ სარეკლამო რგოლზე.

ესაა ლუდი მათთვის, ვისაც ცოცხალი ლუდი უყვარს. მათთვის გვსურდა მაღალი ხარისხის თანამედროვე ქართული სასმელი შეგვეთავაზებინა. ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოსასხმელი ლუდის „გატანის“ პრაქტიკა, რადგან ბევრს უყვარს რამდენიმე ლიტრი ჩამოსასხმელი ცოცხალი ლუდის თან წაღება, მისაყოლებელთან ერთად და ისე მირთმევა. ამდენად, „ცივ-ცივი“ დიდი სუპერმარკეტების ქსელების გარდა, ლუდის სპეციალიზებული ობიექტებიდან გაიყიდება", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42