ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. პროცესს არ ესწრებოდა თავად მელია.
მელიას ადვოკატებმა შესავალი სიტყვა მოკლედ წარმოთქვეს, რადგან პროცესს იმიტირებულად აფასებენ და დამატებითი საუბარი საჭიროდ არ მიიჩნიეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ მოსმენაზე იყო დაცვის მხარის შუამდმგომლობა, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და ოცნების დეპუტატის რატი იონათამიშვილის მხრიდან.
უფლებამდაცველებმა მოსამართლე ჩახნაშვილს მიმართეს შუამდგომლობით, აღნიშNულ დარღვევაზე სასამართლოს რეაგირება მოეხდინა. ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამის მიზეზად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დაასახელა:
"ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე, რამდენიმე მაგალითი საილუსტრაციოდ სხდომის დარბაზში გავაჟღერეთ, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც მელიას მოიხსენიებს კრიმინალად და საუბრობს თითქოსდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. სამწუხაროდ ამის პასუხად მივიღეთ ის, რომ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო", - განაცხადა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქმის პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, შუამდგომლობები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში არ არის:
"ასეთი ტიპის შუამდგომლობა არ არის შესაბამისობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, რის გამოც ეს შუამდგომლობა იყო უარყოფილი. ის რაზედაც ადვოკატებმა ისაუბრეს სცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს. თუ მათ მიაჩნიათ, რმ მოხდა ბრალდებულის უფლებების დარღვევა, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რომლებიც ჩვენზე კარგად მოეხსენებათ", - თქვა ამირან გულუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები