#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:02, 14 May, 2021     2042

13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინდივიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომპანია კროკობეთი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია, რომელიც სპორტში მოღვაწე ადამიანებს ახალ, გრანდიოზულ პროექტს სთავაზობს - 1 000 000₾ ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

1-მილიონიანი პროექტის ფარგლებში კომპანიამ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გამოიჩინა, რომელიც საშუალებას აძლებს სპორტსმენებს მოიპოვონ დაფინანსება და მიიღონ ის, რაც წარმატებისთვის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„2020 მთელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული გამოდგა, განსაკუთრებით კი ქართული სპორტისთვის. ამიტომ, 2020 წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული სპორტის მხარდასაჭერად გამოგვეყო 1 მილიონი ლარი.

მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ 13 სპორტულ კლუბთან, ასევე კროკობეთის ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმა შევქმენით, სადაც ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია მოგვწეროს მისი შესაძლებლობების შესახებ და მიიღოს დაფინანსება. გამოყოფილი 1 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება გუნდებისა თუ სპორტსმენების დაფინანსებას და ქართული სპორტის პოპულარიზაციას.

კროკობეთის სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სპორტსმენებს და მზად ვართ, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი რომანაძემ.

სასპონსორო პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს პოტენციალი და წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა შეუძლია. ამისათვის კი კროკობეთის ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსება და სპორტსმენისა თუ გუნდის სპორტული მიღწევების მითითებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კროკობეთი მუდმივად იჩენს ინიციატივას გვერდში დაუდგეს ქართულ სპორტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. კომპანია, ბოლო 2 წლის განმავლობაში ასპონსორებს ისეთ გუნდებსა და სპორტსმენებს, როგორებიცაა: საფეხბურთო კლუბი თელავი, საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი, საფეხბურთო კლუბი შუქურა, საფეხბურთო კლუბი შევარდენი 1906, საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის დინამო, საფეხბურთო კლუბი რუსთავის რუსთავი, საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი, საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის ზესტაფონი, საფეხბურთო კლუბი კოლხეთი 1913, ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე, საკალათბურთო კლუბი ტიტები, საქართველოს BMW-ს კლუბი,საქართველოს დრაგ რეისინგის სერიები, საქართველოს დრიფტ სერიები, რაულ თუთარაული, ვახტანგ ხურციძე.

„კროკობეთი ყოველთვის მათ გვერდით არის, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა, მიზნის მიღწევაში დაეხმარება. გვჯერა, რომ ქართული სპორტი იმსახურებს მეტ გულშემატკივარს, წარმატებასა და გამარჯვებას!“







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42