მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ და ოცნების გუნდმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ოპოზიციას სურს, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მისი წარმომადგენელი იყოს, რაზეც მმართველი გუნდი კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, ამ ცვლილებას მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, თუმცა ოცნება ამაში საფრთხეს ხედავს და გაურბის:
"შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე უნდა იყოს აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან და ეს იწვევს "ქართულ ოცნებაში" შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება მიშელის დოკუმენტი შესრულდეს და ორივე მხარეს შეათანხმებს,ა მიტომ საუბარია ახლა ორ მოადგილეზე",- განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ხათუნა სამნიძემ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟვანია კი არა, ვინც არ უნდა დანიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მანიპულაცია" - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.
თავად ოცნება მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება დაუშვებელი იმიტომაა, რომ პარტიული წევრი ვერ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე რიგი მიზეზების გამო - გარკვეულ სიტუაციებში მას თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მოუწევს და ამის გათვალისწინებით ის მიკერძოებული არ უნდა იყოს:
"პარტიული წევრები არიან პარტიული წევრები. ამიტომ ასეთი პარტიული წევრი იყოს მოადგილე, რომელიც თუ საქმე საქმეზე მიდგა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს არალოგიკურია იმ სურვილებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აქვს, რომ ცესკოს ხელმძღვანელობა იყოს მიუკერძოებელი", - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები