დღეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაბადების დღეა.
პროგრამისტის გარდაცვალებიდან 11 თვე გავიდა, თუმცა გამოძიებამ ვერ დაადგინა სიმართლე და ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად, აუცილებელია, საქმე კიდევ ერთხელ გამოიძიონ.
"შსს-მ და ქალაქის პროკურატურამ ვერ დაადგინა სიმართლე. არც ერთ შეკითვაზე არ გვაქვს დღემდე პასუხი. ჩემი შვილის მკვლელობას არ ვაპატიებ არავის. სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ", - ამბობს ბაჩალიაშვილის მამა.
"ვინ იძიებს საქმეს. არავინ არ იძიებს, სახელმწიფო არ იძიებს ყოველშემთხვევაში. სახელმწიფო არც გამოიძიებს. ჩემი სიცოცხლის ბოლომდე მაინც გავიგებ სიმართლეს", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
შეგასენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები