ოცნები თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციამ ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ დამტკიცა ის ბრალდებები, რასაც ჟვანიას წინააღმდეგ აცხადებდნენ:
"დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით.
ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები