დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ფაიზერის პირველ დოზაზე 100 000 ვაქცინის მარაგი არის. გამყრელიძის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, ფაიზერზე 153 000 ადგილი დაჯავშნილია.
"გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი ფაიზერზე. დღევანდელი დილის მონაცემებით დაჯავშნილია 153 000 ადგილი. საბჭოზე შესაბამისი დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი აცრების. მოლები, აფთიაქებზე ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ მოლებზე ნამდვილად არის საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული. პირველ დოზაზე დაახლოებით 100 000-ს მარაგი ქვეყანაში ამ ეტაპზე არის და კიდევ შემოვა თანდათანობით",-თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები