თბილისში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს
კრიმინალი - 10:22, 27 Jul, 2021     1674

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი - 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ი.გ. "ქურდული სამყაროს" წევრობის, ხოლო თ.ჭ. "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული. თ.ჭ., „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში.

ი.გ. სამართალდამცველების მიერ საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს, ხოლო თ.ჭ. სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 223-ე პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო ძებნილი, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული",- წერია შსს-ს ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, პასუხისგებაში მიეცა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 31 პირი - მათ შორის 25 სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავეს, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარედგინა ბრალი, ხოლო 2 პირი - ი.გ. და თ.ჭ. ამავე საქმეზე, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იძებნებოდნენ.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42