ხვალ ლორიკ მარშანიასადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
15:04, 23 Nov, 2012     432
კერძოდ ხვალ ლორიკ მარშანიას საცხოვრებელ სახლთან საზეიმოდ მემორიალური დაფა გაიხსნება, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე, რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლორიკ მარშანიას შვილი ადა მარშანია დაესწრებიან.
ხვალვე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ ლორიკ მარშანიასადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება, რომელსაც ინტელიგენციის წარმომადგენლები დაესწრებიან, სადაც მონაწილეობას ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ეთნიკურად აფხაზს არაერთგზის ჟენევის მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, მას საზოგადოებაში, როგორც ქართულ–აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის გულმხურვალე ქომაგად მოიხსენიებენ. ლორიკ მარშანია გიორგი შერვაშიძის პრემიის პირველი ლაურეატია, მას ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარსიხის ორდენი.
ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები : "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება"

13:00 საათზე – ლორიკ მარშანიას მემორიალური დაფის გახსნა, რომელსაც აფახაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, პარლამენტის ვიზე სპიკერი მანანა კობახიძე და რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაესწრებიან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #75. (ვაკის დახურულ აუზთან)

15:00 საათზე – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართება ლორიკ მარშანიასადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
მისამართი: კუს ტბის ასახვევი #1





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42