სისხლიანი გარჩევა კლინიკაში - ცნობილი ხდება რეალური მიზეზი, რის გამოც ექიმაა კოლეგა დაჭრა

ექიმი დაკავება

კანისა და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის დირექტორის დაჭრაში ბრალდებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძე აცხადებს, რომ მან გიორგი გალდავას დაშინების მიზნით ესროლა.

„კონფლიქტი, წყენა იმით დაიწყო, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი კაბინეტიდან სხვა კაბინეტში გადაიყვანა, შემდეგ კიდევ სხვა კაბინეტში და საბოლოოდ, სამჯერ შეუცვალა ოთახი. ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც 55-წლიანი უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვს, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღო.

მან თავისი სახსრებით შეიძინა კონდიციონერი. ამის შემდეგ ის სხვა კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც კონდიციონერი არ იყო. მან პრეტენზია გამოთქვა ხელმძღვანელთან, ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი ჩემ ახალ სამუშაო კაბინეტში გადავიტანოო.

რატომღაც არც ახლის შეძენა მოხდა და ბრალდებულის ნაყიდი კონდიციონერიც იმ ოთახში დარჩა, სადაც იყო. როცა ბოლო კონფლიქტი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თან ეს სხვამ შეატყობინა. ამის შემდეგ, ის დაზარალებულის კაბინეტში ადის და ეკითხება, თუ რატომ გაათავისუფლა ის, რა დროსაც ურთიერთობა დაიძაბა, ოღონდ მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

როგორც ბრალდებული განმარტავს, დაზარალებულმა ცუდი სიტყვებით მიმართა, რაც ასაკოვანმა ადამიანმა შეურაცხყოფად მიიღო.

იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული შენახვის უფლებით. აღნიშნულ იარაღს ის საკუთარ სამუშაო ოთახში ინახავდა, რადგან სახლში მისი თქმით, ამის საშუალება არ ჰქონდა, შვილიშვილები წამოიზარდნენ, სეიფი არ მქონდაო, რის გამოც, სამუშაო ოთახში უსაფრთხოდ ინახავდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახარებული და ბედნიერია იმით, რომ ის გადარჩა. ის ზედმიწევნით ჰყვება ფაქტს, თუ რა მოხდა, როგორ განახორციელა გასროლა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ის ამბობს, დაშინების მიზნით ესროლა”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გომელაური ელისაშვილი
„ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს“ - ვახტანგ გომელაური პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემაზე

 პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. მან თქვა, რომ წუხს და რომ გამოძიება დაადგენს რეალ...

პოლიტიკა 1713526616

გვარამია
"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური ფულისთვის. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას" - ნიკა გვარამია ოფშორების კანონზე

"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიძინა ივანიშვ...

პოლიტიკა 1713526510

ქარქაშაძე ახალიი
„ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713526328

ხაბეიშვილი
„დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას“ - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით - „დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე...

პოლიტიკა 1713526207

აეროპორტებიიი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Expo 2024-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში 16-18 აპრილს  მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება. PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713525767

პაპუაშვილი
„ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი“ - შალვა პაპუაშვილი

"სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩევა და ახლაც ვნახეთ ჩვენ ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი, რომლებიც სიტყვიერად ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებ...

პოლიტიკა 1713525678