ბელორუსის სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის 33 მოქალაქე, რომლებიც მათ ინფორმაციით რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები არიან. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურდათ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ ფაქტს საგანგებო მდგმარეობა უწოდა და შესაბამის უწყებებს დაავალა რუსეთის მხრიდან განმარტებები მიეღოთ. ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ქვეყანაშ სავარაუდოდ კიდევ 167 ბოევიკამდე იმყოფება.
დაკავებულები შსს-ს სხვადასხვა განყოფილებებში არიან მოთავსებული, რათა ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გამოძიებას ჩვენებებს აძლევენ.რუსული მედია წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები მინსკიდან ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფრენილიყვნენ, რის საპასუხოდაც უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის ამ თემაზე არც თავდაცვის უწყებას, არც ФСБ და არც ГРУ-ს მიუმართავთ.
ამის პარალელურად მინსკშ გამოჩნდა სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ვიტებსკის ოლქის სანომრე ნიშნები აქვს. სწორედ ამ ოლქში განთავსებული ბელორუსის საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელორუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები