ბელორუსში დაკავებული "ვაგნერის" 33 მებრძოლის ირგვლივ სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დაკავებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ელჩი და ФСБ-ს წარმომადგენელი აცხადებდნენ, რომ მინსკი მათთვის სატრანზიტო პუნქტი იყო და ისინი სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ და ბელორუსში იმიტომ დარჩნენ, რომ რეისზე დააგვიანდათ.
საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაკავებულებმა, ადვოკატების თანდასწრებით, არათანმიმდევრული და ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს.33-ვე პირისგან აღებული ჩვენებების შედეგად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული პირები არსად წასვლას არ აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მინსკი სტამბულის 25 ივლისის რეისზე ჰქონდათ ბილეთები აღებული.
ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდ აგაფონოვის თქმით, დაკითხვის დროს 11-მა ადამინამა განაცხადა, რომ ისინი ვენესუელაში მიფრინავდნენ, ხოლო 15-მა - თურქეთი, 2-მა კუბა და ერთმა სირია დაასახელა. ერთმა საერთოდ არ იცოდა სად მიფრინავდა, ხოლო სამმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს."თავადაც ხვდებით, ერთი რეისით სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე სხვადასხვა ქცეყანაში ვერ გაფრინდები," - აცახდებს აგაფონოვი.
მისი თქმით, ბილეთებითა და ასეთი აეული ჩვენებით მათ სურდათ დანაშაულის მომზადების დროს ალიბი ჰქონოდათ. ჯგუფი აშკარად სამხედრო სტანდარტების მიხედვით იყო ორგანიზებული და ერთმანეთთან კონტაქტს WhatsApp მესენჯერით ახორციელებდნენ.
ამის პარალელურად ბელორუსის მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენპროკურატურამ ბელორუსი კოლეგები ჩააყენა საქმის კურსში, რომ ის აპირებს 33 დაკავებულიდან 28-ის ექსტრადირება მოითხოვოს, რომელთაგან 9 უკრაინის მოქალაქეა. უკრაინა ამ პირებს დონბასში ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობას სდებს ბრალად. ამჟამად უკრაინელი ძალოვნები შესაბამის დოკუმენტებს ამზადებენ.ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს ბელორუსი მალე გაათავისუფლებს.
მასალის გამოყენების პირობები